ფეხბურთი

16:39 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” “პუმასგან” 150 მილიონს მიიღებს

 

ლონდონის “არსენალმა”, სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია “პუმასთან” სოლიდური კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.

ხელშეკრულება ხუთ წელიწადზეა გათვლილი, რომლის განმავლობაში, “არსენალი” 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. ამ გარიგების შესახებ როდესაც ოფიციალურად განაცხადებენ, კლუბებისა და სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანიების ურთიერთობის ისტორიაში ის ყველაზე მსხვილი გახდება. 


 

თეგები“არსენალი”
0.131241