ფეხბურთი

12:28 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” პოლონელი ჭაბუკით დაინტერესდა

პოლონური “ლეხის” 17 წლის თავდამსხმელ დავიდ კოვნაცკის ლონდონის “არსენალი” აკვირდება. Metro-ს ინფორმაციით, ნიჭიერი ფეხბურთელი “მეთოფეებს” შეიძლება ამ ზაფხულში შეუერთდეს. ფეხბურთელით, რომელმაც უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი 16 წლის ასაკში გაიტანა, “რომაც” დაინტერესდა, მაგრამ ამ ეტაპზე ბრიტანული ტრანსფერი უფრო რეალურია.

კოვნაცკის სატრანსფერო ფასი 300 ათასი ევროა. მიმდინარე სეზონში პოლონელმა ჭაბუკმა თავისი ქვეყნის ჩემპიონატში 8 თამაში ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

0.132193