ფეხბურთი

19:00 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” პოდოლსკის გასაყიდად მზადაა

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა ლუკას პოდოლსკის გასხვისებას არ გამორიცხავს. ბრიტანული პრესის ცნობით, “მეთოფეები” თავდამსხმელის თაობაზე სატრანსფერო შემოთავაზებებს ელიან.

თავის დროზე, ლონდონელებმა პოდოლსკი 11 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს და ფორვარდის მსურველმა კლუბმა ამაზე ნაკლები თანხა არ უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში, ინგლისელები მისი გაყიდვის ვარიანტს სერიოზულად მოეკიდებიან.

რამდენადაც ცნობილია, პოდოლსკის შეძენით გელზენკირხენის “შალკე” და რამდენიმე იტალიური კლუბია დაინტერესებული.

 

0.115833