ლონდონის “არსენლმა” “მანჩესტერ სიტისთან” მიკა რიჩარდსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა. ამის შესახებ The Independent-ი იუწყება.
ინგლისელის წყალობით, “მეთოფეები” დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას შეეცდებიან. დიდია ალბათობა იმისა, რომ ლონდონელთა მარჯვენაფლანგელმა ბაკარი სანიამ კლუბი შეიცვალოს და რიჩარდსიც სწორედ მის შემცვლელად განიხილება.
თავის მხრივ, რიჩარდსი “არსენალში” გადაბარგების წინააღმდეგი არაა. საგულისხმოა, რომ ინგლისელს არსენ ვენგერის გუნდში გადასვლის შანსი 2007 წელსაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.