პრემიერლიგის მე-2 ტურის დღის ცენტრალური შეხვედრა “გუდისონ პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ევერტონი” “არსენალს” დაუპირისპირდა და გამარჯვება ხელიდან ბოლო 10 წუთში გაუშვა.
ანგარიში მე-19 წუთზე კოულმენმა გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ნეისმიტმა ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, არსენ ვენგერმა ოლივიე ჟირუ შეუშვა მინდორზე, რომელიც კარგად ჩაერთო თამაშში და “მეთოფეთა” შეტევები გაამწვავა. მასპინძლებმა კი, ნაადრევად დაიხიეს უკან, რისთვისაც ისინი შეხვედრის ბოლო 10 წუთში დაისაჯნენ. 83-ე წუთზე მორიგი გოლი გაიტანა აარონ რემზიმ, ხოლო 90-ე წუთზე თავი შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმ გამოიჩინა და “არსენალს” ქულა გადაურჩინა.
აღსანიშნავია, რომ “მეთოფეებმა” გასულ ტურშიც ბოლო წუთებზე შეძლეს ქულების მოპოვება. წინა ტურში, რემზიმ 92-ე წუთზე მოუპოვა თავის გუნდს გამარჯვება. დაგეგმილი ქულები მოიპოვა ლონდონის “ჩელსიმ”. “არისტოკრატები”, “ბარნლის” შემდგომ კიდევ ერთ აუტსაიდერს “ლესტერს” ხვდებოდნენ.
უნდა ითქვას, რომ “ლესტერმა” მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ლონდონურ გუნდს და რამდენიმე ძალიან რეალური მომენტიც ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავი იყო ტიბო კურტუა, რომელიც თავისი შთამბეჭდავი თამაშით უმტკიცებს ჟოზე მოურინიუს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ის ჩეხს არჩია ძირითად მეკარედ.
ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 62-ე წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩმა დიდებულად ითამაშა. სერბმა ერთი მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა და ცარიელ კართან მდგომ დიეგო კოშტას გადააწოდა ბურთი, რომელმაც თავისი მეორე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში. 77-ე წუთზე კი, ედენ აზარის ჯერი დადგა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.
“ჩელსის” მსგავსად, მეორე გამარჯვება გაიფორმა “სუონსიმაც”. გამარჯვების მომტანი გოლი, ”ბარნლის” კარში ნათან დაიერმა გაიტანა 23-ე წუთზე.
ასტონ ვილა – ნიუკასლი 0:0
ბირმინგემი, “აპტონ პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, სენდეროსი, ვლაარი, ჰატონი, ა.სისოკო (ბეიკერი 82), დელპი, რიჩარდსონი (ბენტი 76), ვესტვუდი, ნ’ზოგბია (კ.სანჩესი 63), აგბონლაჰორი, ვეიმანი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი.
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, ვილიამსონი, დუმეტი, ჯანმაატი, კოლბეკი, მ.სისოკო, ანიტა (ს.დე იონგი 70), კაბელია, რივიერი (ა.პერესი 77, ს.ტეილორი 92), გუფრანი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ.
გაძევება: უილიამსონი 91.
გაფრთხილებები: ნ’ზოგბია, სენდეროსი, ვეიმანი, სანჩესი – უილიამსონი.
მსაჯი: მაიკ დინი.
ბურთის ფლობა: 46-54%, დარტყმა: 9(0)-10(4), ჯარიმა: 11-8, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 4-0, სეივი: 4-0
ჩელსი – ლესტერი 2:0 (0:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი (ვილიანი 70), აზარი, შურლე (რამირესი 64), კოშტა (დროგბა 80).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, დე ლაეტი, მური, მორგანი, კინგი, შლუპი, მაჰრეზი (ოლბრაიტონი 68), ჰემონდი (ტეილორ-ფლეტჩერი 73), კონჩესკი, ნუგენტი, ულოა (ვუდი 84).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
გოლები: კოშტა 62, აზარი 77.
გაფრთხილება: ჰემონდი.
მსაჯი: ლი მეისონი.
ბურთის ფლობა: 63-37%, დარტყმა: 27(10)-6(4), ჯარიმა: 11-11, კუთხური: 8-7, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-8
კრისტალ პალასი – ვესტ ჰემი 1:3 (0:2)
ლონდონი, “შელჰურსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, ჰანგელანდი, დელანი, იარდი, კელი, ბენანი (ვილიამსი 71), ბელასი, იედინაკი, ო’კეფი (მურეი 83), კემპბელი (გაილი 70), შამახი.
მწვრთნელი: სტივ პერისი.
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, ო’ბრაიანი, კრესველი, ნობლი, კუაიტე, დაუნინგი (დიამე 90), ზარატე (პოიეტი 83), კოული (სახო 68), ვაზ ტე.
მწვრთნელი: სემი ელარდაისი
გოლები: 0:1 ზარატე (34), 0:2 დაუნინგი (37), 1:2 შამახი (48), 1:3 კოული (62).
გაფრთხილებები: იედინაკი – რიდი, ტომკინსი, ო’ბრაიანი.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი.
ბურთის ფლობა: 46-54%, დარტყმა: 9(4)-17(8), ჯარიმა: 14-11, კუთხური: 6-9, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-3
საუთჰემპტონი – ვესტ ბრომვიჩი 0:0
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, კლაინი, ფონტე, ბერტრანი, დევისი (ლონგი 46), უარდ-პროუსი (კორკი 78), ვანიამა, შნეიდერლენი, ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი.
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი, ოლსონი, დოუსონი, პოცოგნოლი (დევიდსონი 60), უისდომი, მულუნბუ, დორანსი, ბრანტი, გარდნერი, ანიჩებე (ბრაუნი 52), ბერაჰინო (სესენიონი 89).
მწვრთნელი: ალან ირვინი.
გაფრთხილებები: კლაინი – ბრანტი, გარდნერი.
მსაჯი: როჯერ ისტი.
ბურთის ფლობა: 58-42%, დარტყმა: 8(2)-8(2), ჯარიმა: 14-15, კუთხური: 1-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-2
სუონსი – ბარნლი 1:0 (1:0)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ვილიამსი, ამატი, ნ.ტეილორი, რანხელი, სიგურდსონი, დაიერი (მონტერო 66), კი, შელვი, რუტლიჯი (ტიენდალი 90), ბონი (გომისი 64).
მწვრთნელი: გარი მონკი.
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, ტრაიპერი, დაფი, მი, მ.ტეილორდი (ვოლასი 72), არფილდი, ჯონსი (სორდელი 92), მერნი, ინგსი, იუტკიევიჩი (ბერნსი 82).
მწვრთნელი: სეან რიჩი.
გოლი: დაიერი 23.
გაფრთხილებები: შელვი, სიგურდსონი – დაფი.
მსაჯი: კრეიგ პაუსონი.
ბურთის ფლობა: 55-45%, დარტყმა: 10(5)-12(1), ჯარიმა: 14-13, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-4
ევერტონი – არსენალი 2:2 (2:0)
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, დისტინი, ბეინსი, იაგიელკა, კოულმენი, ბერი, პიენაარი (ოსმანი 10), მაკკარტი, მირალაში (ატსუ 85), ნეისმიტი, ლუკაკუ (მაკგიდი 76).
არსენალი (4-1-4-1): შესნი, მონრეალი, მერტესაკერი, ჩემბერსი, დებუში, უილშირი (კასორლა 74), ფლამინი, რემზი, ჩემბერლენი (კემპბელი 74), სანჩესი (ჟირუ 46), ოზილი.
გოლები: 1:0 კოულმენი (19), 2:0 ნეისმიტი (45), 2:1 რემზი (83), 2:2 ჟირუ (90).
გაფრთხილებები: ბეინსი – მერტესაკერი, უილშირი, ჩემბერსი, ფლამინი.
მსაჯი: კევინ ფრენდი.
ბურთის ფლობა: 46-54%, დარტყმა: 8(2)-13(3), ჯარიმა: 10-18, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-0
ირაკლი ალიმბარაშვილი