ფეხბურთი

16:20 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" კოსტაში 20 მილიონ იხდის

 დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა დუგლას კოსტამ, შესაძლოა კარიერა ლონდონის "არსენალში" გააგრძელოს. ბრიტანული მედიის ინფორმაცით, "მეთოფეები" მზად არიან 23 წლის ფეხბურთელში 20 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

ბრაზილიელი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებმაც უკრაინაში დაძაბული ვითარების გამო, უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. თუ აღნიშნული ინფორმაცია ჭორი არ გამოდგა, კოსტას პრემიერლიგაში თამაშის შანსი ექნება.

კიდევ ერთ ბოიკოტირებულ ფეხბურთელ ალექს ტეიშეირას მილანის "ინტერის" ვარიანტი გამოუჩნდა. იმ შემთხვევაში თუ "შახტარის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს, შესაძლოა რამდენიმე ლეგიონერს უკრაინის დატოვება მოუხდეს.

გიორგი ბალახაძე

0.116783