ლონდონის “არსენალმა” ლორან კოშელნის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.
ლონდონელები მზად არიან ფრანგ ფეხბურთელს კვირაში 90000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ, რის შემდეგ, ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება.
მართალია, კოშელნის კლუბთან ხელშეკრულება სამი წლის შემდეგ ეწურება, მაგრამ “არსენალს”, მის შესანარჩუნებლად, ახალი კონტრაქტის გაფორმება ახლავე სურს.
28 წლის კოშელნი, რომელი ამპლუით მცველია, “არსენალში” 2010 წლიდან გამოდის და 159 მატჩში 11 გოლი გაიტანა.