ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ფრანგი ფორვარდი ლონდონში ჩავა და “მეთოფეებთან” მოქმედ ხელშეკრულებას 3 ან 4 წლით გაახანგრძლივებს. მხარეებს შორის სატელეფონო კავშირი უკვე არის და წინასწარი შეთანხმებაც მიღწეულია.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ჟირუმ 36 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი მიითვალა.