ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროსი “ნაპოლის” ახალგაზრდა ფორვარდი ლორენცო ინსინიე მოექცა. Metro-ს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი “მეთოფეთა” დამრიგებელი არსენ ვენგერია.
როგორც ირკვევა, ლონდონელები 23 წლის იტალიელის სანაცვლოდ 17 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელად არიან მზად. ინსინიეს ტრანსფერი მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იასპარეზებს თავდამსხმელი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.
იტალიური მედიის ვარაუდით, ინსინიე მუნდიალზე “სკუადრა აძურას” სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება.