ფეხბურთი

16:24 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” გრიზმანისთვის იბრძვის

ლონდონის “არსენალი” ესპანური “სოსიედადის” გარემარბის – ანტუან გრიზმანის შეძენას ცდილობს. ბრიტანული პრესის ცნობით, “მეთოფეები” სან სებასტიანელებს სატრანსფერო წინადადებით იანვარში მიმართავენ.

როგორც ირკვევა, “არსენალს” 22 წლის ფრანგის შესაძენად 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი აქვს გამოყოფილი. ესპანური მხარის პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია.

აღსანიშნავია, რომ გრიზმანის ხილვა მადრიდულ კლუბებს – “რეალსა” და “ატლეტიკოსაც” სურთ.

 

0.103556