ლონდონის “არსენალი” ლივერპულის “ევერტონის” ლიდერის – მარუან ფელაინის შესაძენად მორიგ წინადადებას ამზადებს. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “მეთოფეები” ფელაინის კონტრაქტში ჩადებული პუნქტით ისარგებლებენ და მის გამოსყიდვას 22 მილიონ გირვანქა სტერლინგად ეცდებიან. ამ შემთხვევაში, მერსისაიდელებს ტრანსფერის ჩაშლის უფლება არ ექნებათ. ლონდონელებმა ფელაინის კვირაში 70 ათასი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ფელაინიმ 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.