დიდი ალბათობით, ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები ჯეკ უილშირი და კირან გიბსი “დორტმუნდთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩს გამოტოვებენ. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ორივე მათგანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მიკროტრავმების გამო, გიბსმა და უილშირმა ორშაბათს ვერ ივარჯიშეს.
ლონდონელებს ვერც ტეო უოლკოტი დაეხმარება – ინგლისელი ტრავმას იშუშებს და “მანჩესტერ იუნაიტედთან” პრემიერლიგის უალხოესი ტურის მატჩისთვის ემზადება.