ფეხბურთი

13:20 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” დი მარიასა და იოზილს იწვევს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ლონდონის “არსენალი” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველების – ანხელ დი მარიასა და მესუთ იოზილის შეძენას ეცდება. The Telegraph-ის ცნობით, “მეთოფეები” ორივე მათგანში 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან, რაც ესპანელებს სრულიად აკმაყოფილებთ.

მოგეხსენებათ, “არსენალს” ანხელ დი მარია და კარიმ ბენზემა სურდა, მაგრამ ფრანგის ტრანსფერი გამოირიცხა. მის ნაცვლად, ინგლისელებმა თვალი იოზილს დაადგეს და როგორც ირკვევა, ტრანსფერის ალბათობა არცთუ დაბალია.

რამდენადაც ცნობილია, “რეალის” ხელმძღვანელობამ იოზილს ხელფასის გაზრდაზე უარი უთხრა, რამაც ნახევარმცველი გაანაწყენა.

 

0.119696