ფეხბურთი

18:36 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ბენდერს მიუბრუნდა

 

ლევერკუზენის “ბაიერის” ნახევარმცველმა ლარს ბენდერმა დაადასტურა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება სხვა კლუბის მაისურა მოირგოს. კონკრეტულ ვარიანტზე საუბარს 24 წლის ფეხბურთელი ჯერ ჯერობით თავს არიდებს, თუმცა ევროპულმა გამოცემებმა უკვე რამდენიმე ცნობა გაავრცელეს.

Daily Mail-მა დაწერა, რომ ბენდერის შეძენით ისევ დაინტერესდა ლონდონის “არსენალი”, რომელმაც ამ ტრანსფერის განხორციელება ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში ამაოდ სცადა. მაშინ “მეთოფეებმა” “ბაიერის” ხელმძღვანელობას 19 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს.

0.116123