დიდი ალბათობით, “მილანის” ფორვარდი მარიო ბალოტელი მომდევნო სეზონიდან ლონდონის “არსენალის” ღირსებას დაიცავს. ბრიტანული მედიის მტკიცებით, კლუბები შეთანხმებასთან ძალზე ახლოს არიან.
ლონდონელები 23 წლის თავდამსხმელში 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. თავის მხრივ, “როსონერი” ევროტურნირებს მიღმაა დარჩენილი და ლიდერების შენარჩუნება უჭირს. როგორც ირკვევა, იტალიელები ბალოტელის გაყიდვაზე თანახმანი არიან.
აღსანიშნავია, რომ “სუპერ მარიოს” გადაბირება სტამბულის “გალათასარაისაც” სურს.