2002 წელის აგვისტოდან მოყოლებული, ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელებმა ჯამში 899 ტრავმა მიიღეს – წერს Espn. ამ მონაცემებით “მეთოფეები” საგრძნობლად უსწრებენ სხვა ინგლისურ კლუბებს. ამ 899 ტრავმიდან, 120 იყო მუხლისა, ხოლო 6 – მუხლის მყესების გაწყვეტა.
განსაკუთრებით მძიმე იყო ედუარდოს ტრავმა – 2007 წელს მას “ბირმინგემის” მცველი ტეილორი ისე ეუხეშა, საყურებლადაც კი საშინელება იყო. სადღეისოდ “არსენალს” 8 ფეხბურთელი ჰყავს ლაზარეთში.
ილია კახელიშვილი