თამაშგარე

11:34 | 14.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერს ემუქრებიან

ლონდონის “არსენალის“ ფრანგ მწვრთნელ არსენ ვენგერს უკვე სამ თქვეზე მეტია, რაც მავანი ქომაგი ემუქრება და პირობას დებს, რომ თუკი ფრანგმა სპეციალისტმა “არსენალს” წლეულს რაიმე ტიტული არ მოაგებინა, სიცოცხლეს გამოასალმებს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, მუქარის წერილები ”მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელ მწვრთნელ ალექს ფერგუსონსაც მისდიოდა. თუმცა, შემდეგ თავისით შეწყდა და ყველამ შვებით ამოისუნთქა.

მუსიე არსენი და ”არსენალის” ხელმძღვანელობა მუქარის წერილებისა და ზარების შესახებ ოფიციალურად არაფერს ამბობენ, თუმცა ბრიტანული პრესა ირწმუნება, რომ ბოლო დროს მუქარებმა რეგულარული სახე მიიღო და შესაძლოა, ლონდონური კლუბის ბოსების მხრიდან მწვრთნელისათვის სპეციალური დაცვის დაქირავებაც კი გახდეს საჭირო.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ”არსენალის” ხელმძღვანელობა და თავად არსენ ვენგერი, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ მუქარის ფაქტებს, რაც ბრიტანულ მედიაში განსაკუთრებულად დიდ ეჭვებს ბადებს. სხვა შემთხვევაში, ვენგერი ამ ყველაფერს უბრალოდ სისულელეს უწოდებდა და ეჭვებიც თავისთავად გაქარწყლდებოდა. 
 
0.134027