თამაშგარე

13:21 | 7.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი ვაჭრობას დაიწყებს

ლონდონის “არსენალის“ ფრანგმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლოა, სულ მალე საკუთარი ბიზნესი დაიწყოს და სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ, მისი ძირითადი საქმეც სწორედ ბიზნესი გახდება.
მუსიე არსენს სურს, რომ თავისი მრავალმილიონიანი დანაზოგი ფრანგულ სავაჭრო ქსელში ჩადოს და ამ გზით უფრო მეტად გაზარდოს საკუთარი კაპიტალი. არსენ ვენგერს ბიზნესის დაწყება მისმა მეგობრებმა შესთავაზეს, რაზეც ფრანგი მწვრთნელი ადვილად დათანხმდა.
როგორც ვენგერი ამბობს, ფული მისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი არ არის, რადგან რაც მწვრთნელი გახდა, მას შემდეგ უფულობა არასოდეს უგრძვნია. თუმცა, მუსიე არსენის აზრით, ტყუილად შენახულ ფულს არანაირი ღირებულება არა აქვს და უმჯობესია, ფული საქმეში იყოს ჩადებული.
 

0.179387