ქართველმა მოჭადრაკე ლევან აროშიძემ (2539) ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მე-11 ადგილზე დაასრულა.
აროშიძემ ბოლო მე-10 ტურში თეთრი ფიგურებით ყაიმი გერმანელ ფელიქს გრაფთან (2479) გააფორმა და თავი 7.5 ქულას მოუყარა.
ტურნირის გამარჯვებული ბრაზილიელი ალექსანდერ ფიერი (2570) გახდა, რომელმაც 8.5 ქულა მიითვალა.