ესპანეთში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-3 ტურში ქართველი ლევან აროშიძე (2568) მასპინძელ იბერნ მარკ სანჩესთან (2401) სათამაშოდ გამოცხადდა და მარცხი ჩაეთვალა. აროშიძე არც მე-4 ტურის წყვილებში ფიგურირებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ტურნირზე თამაშის გაგრძელებას აღარ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ქართველ მოჭადრაკეს საწყის ორ ტურში 1.5 ქულა გააჩნდა.