ესპანეთში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, რომელში ერთი ქართველი მოჭადრაკეც ჩაება. ლევან აროშიძე (2568) პირველ ტურში თეთრი ფიგურებით ესპანელ პაბლო ლედო კრუზს (2258) დაუზავდა, მეორეში კი შავებით კიდევ ერთი მასპინძელი არეს კარლოს სევერის (1894) სძლია. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ 1.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით 29-ე ადგილზე იმყოფება. მე-3 ტურში აროშიძე თეთრი ფიგურებით მორიგ ესპანელ იბერნ მარკ სანჩესს (2401) ეთამაშება. ისიც ვთქვათ, რომ ტურნირს ქულათა მაქსიმუმით ერთბაშად 16 მოჭადრაკე ლიდერობს.