ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას ლევან აროშიძე (2539) იცავს.
XVI INTERNATIONAL OPEN CHESS OF SANTS-ის 7 ტურის თავზე აროშიძეს 5.5 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-15 ადგილზე იმყოფება.
შეჯიბრის ერთპიროვნული ლიდერი გერმანელი მარტინ კრამერია (2546), რომლის აქტივშიც 6.5 ქულაა.
ტურნირი 10 ტურად მიმდინარეობს. მე-8 ტურში აროშიძე თეთრი ფიგურებით გერმანელ ჯულიან იორჩიკს (2399) ეთამაშება.
ესპანური პირველობის გამარჯვებული საპრიზო ფონდიდან 2 500 ევროს მიიღებს.