კალათბურთი

18:05 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არმიასთან” “ბათუმი-რსუ” სრული შემადგენლობით იასპარეზებს

 საქართველოს კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-2 ტურში, ჯერემი სეფოლდისა (03.09.91, 198სმ) და ჯეიმი ჯექსონის (06.04.91, 201სმ) გამოჯანმრთელების შემდეგ, სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუ”, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, სადაც ის ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიას” დაუპირისპირდება, სრული შემადგენლობით იასპარეზებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, მოთამაშე მწვრთნელმა ვანო მაისურაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ სეფოლდმა და ჯექსონმა ავადმყოფობის გამო "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია და მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის პირველ ტურში “ბათუმი-რსუ”-“ოლიმპის” შეხვედრა გამოტოვეს.

7 თებერვლისთვის “არმია” (16ქ) II, ხოლო “ბათუმი-რსუ” (15 ქ) – IV ადგილზე იმყოფება.

0.110898