კალათბურთი

15:29 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„არმიას“ ბიუჯეტი შეუმცირეს

კალათბურთში სუპერლიგის მონაწილე ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ, ბრინჯაოს მედლის მფლობელ „არმიას“ ახალ, 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონში ბიუჯეტი შეუმცირეს. აღნიშნულიდან გამომდინარე თუ ძალოვნებს ბიუჯეტი არ გაუზარდეს, შესუსტებული შემადგენლობით მოუწევს მომავალ სეზონში თამაში. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ „არმია“ 4 სეზონია რაც არსებობს. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მედლის გარეშე არასდროს დარჩენილა. გუნდმა ზედიზედ ორი ოქროს მედლის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში მიჯრით ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შემცირებული ბიუჯეტით კი რომელიმე სინჯის მედლის მოპოვება ნამდვილად გაუჭირდება.

0.118593