კალათბურთი

18:02 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არმიამ" გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 წრის მე-5 ტურში ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი "არმია" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ოლიმპს" ეთამაშებოდა. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, ფავორიტად "ძალოვნები" ითვლებოდნენ. პროგნოზი გამართლდა და როგორც მოსალოდნელი იყო, "არმიამ" "ოლიმპი" დიდი ანგარიშით 85:53 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 18 ქულა დააგროვა "ოლიმპის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა რიჩარდ მათიაშვილმა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

"არმიელთა" შორის ყველაზე შედეგიანები მძიმე ფორვარდი ზვიად ბაბიაშვილი და ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე იყვნენ, რომლებმაც 14-14 ქულა დააგროვეს. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მათი თანაგუნდელი მძიმე ფორვარდი გიორგი ჯგერენაია, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და 12 მოხსნაა. 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

კოტე ტუღუში ("არმიას" მთავარი მწვრთნელი): "საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ სერიაში "ქუთაისი-2010"-თან დამარცხების შემდეგ გუნდში არასასურველი ფსიქოლოგიური განწყობა იყო. მიხარია, რომ ყველაფერი დალაგდა. დღევანდელი შეხვედრა გუნდმა კარგად ჩაატარა. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა მიმდინარე ჩემპიონატში და ჩემი კალათბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში".

დავით თორთლაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩემ გუნდს, ხშირი წაგებების გამო რთულ ფსიქოლოგიურ სიტუაციაში ვართ. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე და პლეი ოფის დაწყებამდე ორი თვე რჩება. დარჩენილ დროში მაქსიმალურად ვეცდებით თამაში გამოვასწოროთ და როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის სასურველი შედეგი ვაჩვენოთ".

ამჟამად მიმდინარეობს შეხვედრა "დინამოსა" და "მაქაბის" შორის.

 

ქ. თბილისი არმია 85 - 53 ოლიმპი 08.03.14, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
არმია 23 16 17 29 85
ოლიმპი 12 7 16 18 53
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი * 18:52 1 1 100 0 1 0 0 0 0 0 1 1 3 5 1 0 0 2
5 ზვიად ბაბიაშვილი * 21:44 5 9 55.6 1 2 50 1 2 50 3 6 9 2 0 2 0 0 14
6 ანატოლი ბოისა 15:21 1 2 50 0 2 0 1 1 100 0 2 2 2 2 1 1 0 3
7 მიხეილ ბერიშვილი * 21:47 2 3 66.7 0 1 0 0 0 0 0 6 6 3 1 1 0 0 4
9 ბუბა კვიმსაძე 17:00 1 2 50 1 3 33.3 2 2 100 0 4 4 5 3 3 2 0 7
11 გიორგი ჯგერენაია 20:02 5 10 50 0 0 0 1 2 50 4 8 12 2 3 0 0 1 11
13 ბექა წივწივაძე * 20:40 2 3 66.7 1 3 33.3 4 4 100 0 3 3 4 2 5 0 0 11
14 ჟოლივეტ ტუჯანი 11:19 4 4 100 0 0 0 2 2 100 1 3 4 1 1 2 0 0 10
23 გიორგი შარაბიძე * 21:28 6 10 60 0 0 0 2 3 66.7 1 4 5 1 3 0 2 0 14
24 გიგა კვეტენაძე 10:00 1 3 33.3 2 4 50 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 8
33 ტატო ჩაჩიბაია 12:49 0 1 0 0 1 0 1 2 50 0 3 3 0 2 1 2 0 1
55 ირაკლი კეიდია 08:58 0 1 0 0 0 0 0 0 0 1 3 4 0 0 0 0 0 0
1 1 2 0 0 0 1 0 0
28 49 57.14 5 17 29.41 14 18 77.78 11 44 55 23 22 18 7 1 85
 
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ირაკლი გულისაბედაშვილი * 25:36 0 3 0 0 4 0 0 0 0 1 3 4 1 3 2 1 0 0
5 ბექა ნადირაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი მიქელაძე * 31:39 0 3 0 0 4 0 3 4 75 0 2 2 4 1 2 2 0 3
10 გიორგი ხანიაშვილი * 26:05 1 2 50 0 3 0 2 2 100 0 2 2 2 1 2 0 0 4
11 ნოდარ თენიეშვილი * 34:25 4 9 44.4 0 5 0 6 9 66.7 1 3 4 0 3 2 3 2 14
13 რევაზ ათანელიშვილი 14:42 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 2 3 2 2 0 0
20 მიხეილ ჩიტაშვილი 04:38 0 1 0 0 3 0 1 2 50 0 0 0 0 1 0 0 0 1
21 თემურ ფხაკაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
22 ირაკლი ალხანაიძე 13:30 3 4 75 0 0 0 1 2 50 2 1 3 0 2 0 0 0 7
23 რიჩარდ მათიაშვილი * 33:21 6 6 100 1 6 16.7 3 8 37.5 1 8 9 3 4 5 1 1 18
24 დავით ხიზანიშვილი 10:03 0 3 0 1 4 25 0 0 0 1 1 2 0 0 0 0 0 3
30 ირაკლი ლომიძე 06:01 0 0 0 1 2 50 0 0 0 0 1 1 1 0 0 0 0 3
1 1 2 0 0 0 0 0 0
14 32 43.75 3 31 9.68 16 27 59.26 7 24 31 13 18 15 9 3 53
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები:ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე, მიხეილ ვართანოვი

კომისარი:მერაბ რატიშვილი

superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.362734