ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ექსჩემპიონმა “არმიამ” მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და მასპინძელთა უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ვია-ს 6 ქულის სხვაობით, 82:76 მოუგო.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი დეპარტამენტის საქმეთა პრესცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ნინო შონიამ განუცხადა.
“მატჩის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ქართველმა კალათურთელებმა 13 ქულის სხვაობით, 27:14 მოიგეს. ვია-სთან შეხვედრაში ქართველი კალათბურთელებიდან ყველაზე შედეგიანები ანატოლი ბოისა (14 ქულა), ბექა წივწივაძე (13) და გიორგი შარაბიძე (12) იყვნენ,”- გვითხრა შონიამ.
შეგახსენებთ, რომ პირველ საკონტროლო შეხვედრაში “არმიამ” “კასპი აქტაუს” (ყაზახეთი) 9 ქულის სხვაობით – 64:55 მოუგო.
ქართველი კალათბურთელები სამშობლოში 18 იანვარს დაბრუნდებიან.
ვია-“არმია” 76:82
(28:23, 14:17, 14:27, 20:15)