ფეხბურთი

2:00 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არისტოკრატებმა” “ლომები” იოლად მოათვინიერეს

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ბოლოსწინა სათამაშო დღეს მოულოდნელი არაფერი მომხდარა – “ჩელსიმ” “გალათასარაი” დამაჯერებლად დაამარცხა, ხოლო “რეალმა” “შალკეს” კიდევ ერთხელ სძლია და 2 მატჩის ჯამში 9:2 მოიგო.

“სტემფროდ ბრიჯზე” გამართული თამაშის ფავორიტი “ჩელსი” იყო, რომელმაც თურქ სტუმრებს კარში ზუსტად დარტყმის საშუალება მხოლოდ ერთხელ მისცა, ისიც მატჩის მიწურულს.

ჟოზე მოურინიოს გუნდის მთავარი ამოცანა გოლის არგაშვება იყო, მაგრამ “ჩელსი” უკვე მე-4 წუთზე იგებდა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ოსკარმა ეტოოს უპასა, ხოლო კამერუნელმა “არისტოკრატების” მაისურით მე-10 გოლი გაიტანა და კვლავ “სტემფორდ ბრიჯზე”. ამ ზუსტი დარტყმის წყალობით, ეტოო მე-2 აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლის გატანა მოახერხა. პირველმა ამ ნიშნულს დიდიე დროგბამ მიაღწია, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

ეტოოს გოლი “გალათასარაისთვის” ბევრს არაფერს ცვლიდა – რობერტო მანჩინის შეგირდებს კვლავ მინიმუმ ერთი გოლი ჰქონდათ გასატანი. ეს სიტუაცია ტაიმის მიწურულს შეიცვალა, როდესაც კეჰილმა ტერის თავურს ახლო მანძილიდან დაამატა და ანგარიში 2:0 გახადა.

მასპინძლებს გოლის გატანის შანსი კიდევ არაერთხელ მიეცათ, მაგრამ ფერნანდო მუსლერა კარგად თამაშობდა.

მე-2 წყვილში ყველაფერი პირველივე თამაშის შემდეგ იყო გარკვეული და განმეორებითი დაპირისპირება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ, კარლო ანჩელოტიმ შემადგენლობა გადაახალისა და შედეგად, 2002 წლის შემდეგ პირველად მოხვდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, “რეალის” ძირითად შემადგენლობაში 8 ესპანელი ფეხბურთელი მოხვდა.

კვლავ ვერავინ აჩერებს კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც “შალკეს” ამჯერადაც 2-ჯერ გაუტანა. მიმდინარე გათამაშებაში, პორტუგალიელის ანგარიშზე უკვე 13 გოლია და ის ლიონელ მესის სარეკორდო მაჩვენებელს მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება. წინ კი მინიმუმ 2 თამაშია.

რონალდუს გარდა, “შალკესთან” მატჩში თავი ახალგაზრდა ალვარო მორატამაც გამოიჩინა, ხოლო სტუმართა მხრიდან ტიმ ჰოოგლანდმა გაიტანა.

 

ჩელსი-გალათასარაი 2:0 (ორი მატჩის ჯამში 3:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, ლემპარდი, ვილიანი (კალასი 90+3), ოსკარი (შიურლე 82), აზარი, ეტოო (ტორესი 86).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა, ებუე (ჰაიროვიჩი 77), შეჯუ, ქაია, ტელეში, კურტულუსი (ბალთა 67), მელო, ილმაზი (ბულუთი 54), ინანი, სნეიდერი, დროგბა.

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.

გოლები: 1:0 ეტოო (4), 2:0 კეჰილი (42).

გაფრთხილებები: ოსკარი 40, ივანოვიჩი 58 – მელო 19, დროგბა 67, ინანი 90+1.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 21 (13)-4 (1), კუთხური: 7-0, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-11, ჯარიმა: 20-20.

 

რეალი-შალკე 3:1 (ორი მატჩის ჯამში 9:2)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილიასი, ნაჩო, ვარანი, რამოსი (კარვახალი 69), კოენტრაუ, ისკო, ალონსო (კაზემირო 46), ილიარამენდი, ხესე (ბეილი 8), მორატა, რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, ჰოოგლანდი, ჰიოვედესი (პაპასტატოპულოსი 59), მატიპი, კოლასინაცი, აიანი (ანანი 81), ნოიშტადტერი, ობასი, მაიერი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი (სზალაი 46).

მწვრთნელი: იენს კელერი.

გოლები: 1:0 რონალდუ (21), 1:1 ჰოოგლანდი (31), 2:1 რონალდუ (74), 3:1 მორატა (75).

გაფრთხილებები: ილიარამენდი 58 – პაპასტატოპულოსი 79.

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 22 (14)-12 (5), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-11, ჯარიმა: 7-8.

0.073521