ფეხბურთი

1:36 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არისტოკრატებმა” გამარჯვებით დაიწყეს

ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის დასკნითი შეხვედრა მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. ლონდონის “ჩელსიმ”, რომელიც ამ ზაფხულს ძალიან გაძლიერდა, ზედმეტი პრობლემის გარეშე დაამარცხა პრემიერლიგის აუტსაიდერი “ბარნლი”. 

თუმცა, მატჩის დასაწყისი “არისტოკრატების” იოლ გამარჯვებას ნამდვილად არ მოასწავებდა. მატჩის მე-14 წუთზე ანგარიში არფილდმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.

მოულოდნელი გოლის მიუხედავად, ლონდონელები ოდნავაც არ დაბნეულან და სამ წუთში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - დიეგო კოშტამ თავის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. აქედან ოთხ წუთში კი, სესკ ფაბრეგასის გენიალური გადაცემის შედეგად ანდრე შურლემ თავისი გუნდი წინ გაიყვანა.  მატჩის საბოლოო წერტილი ბრანისლავ ივნოვიჩმა დასვა 34-ე წუთზე - 1:3.

მეორე ტაიმში, “ბარნლის” დიდი ძალისხმევის მიუხედავად, თამაშის სურათი არ შეცვლილა  და მატჩი ამავე ანგარიშით დასრულდა

ბარნლი - ჩელსი 1:3 (1:3)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, მი, შაკელი, დაფი, ტრიპერი, ტეილორი (კიგტლი 70), ჯონსი, მერნი, არფილდი, ინგლსი (სორდელი 82), იუტკიევიჩი (ბერნსი 70).

მწვრთნელი: სეან დაიჩი.

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, შურლე (ვილიანი 78), ოსკარი (მიკელი 82), აზარი (დროგბა 84), კოშტა.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: 1:0 არფილდი (14), 1:1 კოშტა (17), 1:2 შურლე (21), 1:3 ივანოვიჩი 1:3 (34).

გაფრთხილებები: სორდელი - კოშტა.

მსაჯი: მაიკლ ოლივერი.

ბურთის ფლობა: 38-62%, დარტყმა: 9(2)-11(3), ჯარიმა: 6-7, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-1. 

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.126482