სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:55 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

არიენ რობენმა ვარჯიში განაახლა

მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

29 წლის გერმანელმა მყესების ტრავმა გერმანიის თასზე “აუგსბურგთან” მატჩში, დეკემბრის დასაწყისში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

“ბაიერნის” ოფიციალური ტვიტერის ცნობით, გუშინ რობენმა დაზიანების შემდეგ ძირითად ჯგუფთან ერთად პირველად ივარჯიშა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელი ბუნდესლიგის მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება. თამაშს მიუნხენელები 24 იანვარს “გლადბახის” წინააღმდეგ გამართავენ.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების 12 მატჩში რობენმა ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119237