გაგიგიათ საფეხბურთო კლუბი სახელწოდებით “დეფენსორეს დე ბელგრანო”? ეს უცნაური სახელწოდების, უსახელო არგენტინული საფეხბურთო კლუბი არგენტინის რანგით მესამე დივიზიონში გამოდის და მის შესახებ ევროპაში ალბათ ბევრს არ ეცოდინებოდა, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი...
“დეფენსორეს დე ბელგრანოს“ რიგებში, არც მეტი, არც ნაკლები, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი არიელ ორტეგა დღემდე ირიცხება და შარშან ამ კლუბში ორტეგამ ოთხი გოლის გატანაც კი შეძლო.
არიელ ორტეგამ იმდენჯერ დაანება ფეხბურთს თავი და იმდენჯერ გააგრძელა საფეხბურთო კარიერა, კაცი ვერ გაუგებს თავსა და ბოლოს, როდის მიდის ფეხბურთიდან და როდის ბრუნდება უკან. ამასწინათ, ერთ-ერთ არგენტინელ ჟურნალისტს ორტეგა იმაშიც კი გამოუტყდა, რომ ფეხბურთი მისთვის ნარკოტიკივითაა და ფეხბურთიდან საბოლოოდ წასვლას ვერაფრით ახერხებს...