ფეხბურთი

13:54 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინაში სიმეონეზე ალაპარაკდნენ

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელ დიეგო სიმეონეს კანდიდატურას განიხილავს.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ შეიძლება პოსტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვოს და არგენტინაში მისი შემცვლელის მოსაძებნად აქედანვე აქტიურად ზრუნავენ.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია დიეგო სიმეონეს ჯერ არ დაკავშირებია, მაგრამ მოლაპარაკებას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში წამოიწყებენ. 

0.117639