სხვა

22:40 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არენაში” მედლების 2 კომპლექტი გათამაშდა

სპორტკომპლექს “არენაში” მიმდინარე 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლების 2 კომპლექტი გათამაშდა: ვაჟთა დაშნასა და ქალთა რაპირაში და საპრიზო სამეულები ქართველი სპორტსმენების გარეშე შეივსო.

სულ საქმეში საქართველოს ნაკრების 8 წევრი (4 ქალი და 4 ვაჟი) ჩაერთო და მათგან ყველაზე შედეგიანად თეონა გოგლიძე გამოვიდა, რომელმაც მეოთხედფინალში პოლონელ მარიკა შრჟანოვსკასთან წააგო და საბოლოოდ რვა საუკეთესოს შორის მოხვდა. შრჟანოვსკამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ავსტრიელ ოლივია ვოლგემუტთან ერთად. ჩემპიონი კი კიდევ ერთი პოლონელი, მარტინა იელინსკა გახდა, რომელმაც ფინალში რუსი ადელინა ზაგიდულინა დაძაბულ ბრძოლაში (15:14) დაამარცხა.

ვაჟებში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე რუსი დიმიტრი გუსევი ავიდა, ფინალში იტალიელი ანდრია სანტარელის ძლევით (15:13). მესამე საპრიზო ადგილები იტალიელმა ემანუელ როკომ და რუსმა ჟენშან ლიუმ დაიკავეს.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა რაპირასა და ქალთა ხმალში გამოვლინდებიან, 27-28 ივნისს კი გუნდურ პირველობები შედგება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 9 საათიდან დაიწყება, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები 17 საათიდან.

 

ფარიკაობა

ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი

თბილისი

25 ივნისი

 

დაშნა ვაჟები

1 დიმიტრი გუსევი (რუსეთი) 15:13

2 ანდრია სანტარელი (იტალია)

3 ჟენშან ლიუ (რუსეთი)

3 ემანუელ როკო (იტალია)

 

რაპირა. ქალები

1 მარტინა იელინსკა (პოლონეთი) 15:14

2 ადელინა ზაგიდულინა (რუსეთი)

3 ოლივია ვოლგემუტი (ავსტრია)

3 მარიკა შრჟანოვსკა (პოლონეთი)

თეგებიფარიკაობა
0.136229