ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებმა, ახალი სეზონი ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატით გახსნეს. სპორტკომპლექს “არენაში”, შიდა კონკურენციაში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლების 160-ზე მეტი სპორტსმენი ჩაერთო და შაბათ-კვირას მედლების რვავე კომპლექტი გათამაშდა.
ხუთ წონით კატეგორიაში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აჭარის გუნდის წევრები ავიდნენ. 55 კილოგრამში ყველას ლერი აბულაძემ აჯობა, 55-ში გიზო მელაძემ, 60-ში მურად მიქელაძემ, 74-ში ბექა ბოლქვაძემ, ხოლო 84-ში ლაშა გობაძემ, რომელიც შარშან ერთი წონით დაბლა გახდა საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
66 კილოგრამში ოქროს მედალს სენაკელი ბაკურ გოგოლი დაეუფლა. ასაკობრივი ნაკრებების გამოცდილ წევრებთან, ედნარ შავაძესთან და შმაგი ბოლქვაძესთან კონკურენციაში გოგოლის წარმატებას, ალბათ, ბევრი არ ელოდა, მაგრამ ორივეს პირად შეხვედრაში მოუგო. შეგახსენებთ, ბოლქვაძე ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალისტია.
96 კილოგრამში ჩემპიონი თბილისელი კუკური კირცხალია გახდა. მძიმე წონაში კი, ყველას ჭაბუკებს შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისელმა ზვიად პატარიძემ აჯობა.
საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ახლახან განახლებული წესებით ჩატარდა და ალბათ, ამიტომაც იყო, ლეიბის მსაჯების ბევრ გადაწყვეტილებას მსაჯთა მაგიდა იგნორირებას რომ უკეთებდა და ანგარიშის ათვლასაც, მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ აწარმოებდა.
შიდა კონკურენციაში გამარჯვებული მოჭიდავეებით, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე წამსვლელი შემადგენლობა დაკომპლექტდება. ევროპირველობას, 17-22 ივნისს, პოლონეთის ქალაქი კატოვიცე უმასპინძლებს.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
თბილისი
25-26 იანვარი
50 კგ
1 ლერი აბულაძე (აჭარა)
2 შოთა ღლონტი (ოზურგეთი)
3 თორნიკე ჭელიძე (აჭარა)
3 ილია ტყებუჩავა (თბილისი)
55 კგ
1 გიზო მელაძე (აჭარა)
2 ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო)
3 დავით სანიკიანი (ქუთაისი)
3 დავით მარკოიძე (აჭარა)
60 კგ
1 მურად მიქელაძე (აჭარა)
2 იური ლომაძე (ოზურგეთი)
3 ირაკლი შავაძე (აჭარა)
3 ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
66 კგ
1 ბაკურ გოგოლი (სენაკი)
2 ედნარ შავაძე (აჭარა)
3 შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
3 გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი)
74 კგ
1 გელა ბოლქვაძე (აჭარა)
2 გიორგი მელია (სამტრედია)
3 მურთაზ ჩაბრავა (სენაკი)
3 კონსტანტინე ბარბაქაძე (გარდაბანი)
84 კგ
1 ლაშა გობაძე (აჭარა)
2 ნიკა გავაშელი (თბილისი)
3 იონა ფირცხალავა (წყალტუბო)
3 შალვა ხაჩიძე (თბილისი)
96 კგ
1 კუკური კირცხალია (თბილისი)
2 ნიკო კახელიშვილი (თბილისი)
3 გიორგი ბარბაქაძე (გარდაბანი)
3 სულხან ბუიძე (ქუთაისი)
120 კგ
1 ზვიად პატარიძე (ქუთაისი)
2 ბექა კანდელაკი (თბილისი)
3 ნიკა კორსანტია (თბილისი)
3 ზურაბ გედეხაური (გარდაბანი)