კალათბურთი

17:27 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ჟღენტი “შსს აკადემიას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს 22-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული “შსს აკადემიას” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სერბი დრაგან პეტრიჩევიჩის ერთ-ერთი თანაშემწე, არჩილ ჟღენტი, პეტრიჩევიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ “შსს აკადემიას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

არჩილ ჟღენტი 1975 წელს თბილისში დაიბადა. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში. 1996-97 წლებში რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა. რამდენიმე წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის მწვრთნელთა 4 საერთაშორისო სემინარის მონაწილე. იყო “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილის თანაშემწე. “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიერას “შსს აკადემიაში” აგრძელებს. იყო ამ გუნდის როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე თანაშემწე. არის საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის დავით უსტიაშვილის თანაშემწე.

0.137617