ჭიდაობა

0:48 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ჩოხელის ვარსკვლავი მცხეთაში და მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული – არჩილ ჩოხელის მემორიალურ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში ჩოხელის მშობლიურმა სოფელმა გალავანმა უმასპინძლა.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით, ადგილობრივი რეგიონული მთავრობისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ტურნირი სოფელ გალავანის ახლადაგებულ ქართული ჭიდაობის დარბაზში ჩატარდა. 

ჩოხელის სახელობის ღია პირველობაში გამარჯვებულები და პრიზიორები 60, 70, 80, 90 და მძიმე წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

მემორიალურ ტურნირს სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ქართული ჭიდაობისა და სამბოს ფედერაციის, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან გალავანში სპორტის დეპარტამენტი უფროსი – ირაკლი დოლაბერიძე და მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსი – ვლადიმერ ნუცუბიძე იმყოფებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებული და პრიზიორი მოჭიდავეები დააჯილდოეს.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ, არჩილ ჩოხელის სახელობის სპეციალური თასის მფლობელი 70 კგ. წონით კატეგორიაში თიანეთელი მიხეილ ჩოხელი გახდა, ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში კი საჩხერელმა – ონისე ბუღაძემ გაიმარჯვა, რომელიც ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა – გელა ბერუაშვილმა დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ჭიდაობის ტურნირის დაწყებამდე, მცხეთაში მდებარე საჭიდაო დარბაზის წინ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის – რომან რურუას გვერდიგვერდ, არჩილ ჩოხელის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

23 მაისი, სოფელი გალავანი

60 კგ.

1. ლაშა გიუნაშვილი (ქარელი)

2. გიორგი მესაბლიშვილი (ახმეტა)

3. იოსებ ცერცვაძე (ქარელი)

 

70 კგ.

1. მიხეილ ჩოხელი (თიანეთი) (არჩილ ჩოხელის თასის მფლობელი)

2. ალიკ ნანიევი (ლაგოდეხი)

3. გიგა ბერიაშვილი (კასპი)

 

80 კგ.

1. გიორგი პაპუნაშვილი (გორი)

2. ზვიად კაპანაძე (ქარელი)

3. ჯაბა ბიწაძე (ლაგოდეხი)

 

90 კგ.

1. პაატა ღვინიაშვილი (ქარელი)

2. გიორგი კობაიძე (მანგლისი)

3. გიორგი სეტიელი (გალავანი)

 

მძიმე

1. ონისე ბუღაძე (საჩხერე)

2. გიორგი ნოზაძე (ხაშური)

3. ბექა ბერძენიშვილი (ახალციხე)

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118748