მადრიდის “რეალის” განაპირა მცველი ალვარო არბელოა აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელზე, მესუთ იოზილზე საუბრობს და აცხადებს, რომ გერმანელის “არსენალში” გადასვლა, თავდაპირველად, ხუმრობა ეგონა.
“ამ ტრანსფერმა გამაკვირვა. ვფიქრობ, ბევრი დავკარგეთ როგორც გასახდელში, ასევე მოედანზე.
მესუთი კვირას დაგვემშივდობა. თავდაპირველად, ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო. ჩემის აზრით, იოზილისნაირი ფეხბურთელი მთელს მსოფლიოში არ მოიძებნება.” – ციტირებს არბელოას სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ იოზილი “რეალიდან” ლონდონის “არსენალში” გადავიდა.