ფეხბურთი

14:50 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

არაბულმა ესპანეთში პირველად გაიტანა

ბაჩანა არაბულმა, რომელიც “ალკორკონ ბ”-ში გამოდის, ესპანური კლუბის რიგებში ოფიციალურ მატჩებში პირველი გოლი გაიტანა.

ტერხერა დივიზიონის (მეოთხე ლიგა) მე-7 ჯგუფის 32-ე ტურში, “ალკორკონ ბ” გასვლაზე “ტრივალ ვალდერასთან” 1:4 დამარცხდა. არაბული სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 0:1 მარცხდებოდნენ, ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 1:1. არაბული 67-ე წუთზე შეცვალეს. “ალკორკონ ბ”-ს 38 ქულა აქვს და 22 გუნდში მე-15 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის არაბული, რომლის სატრანსფერო უფლებები საფეხბურთო სკოლ “საბურთალოს”ეკუთვნის და ესპანურ კლუბში იჯარით თამაშობს.

0.113771