მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ქართველმა მერი არაბიძემ (2379) 7.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, მე-7 ადგილზე დამკვიდრდა.
მე-11 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ინდონეზიელ ვარდა აულია მედინას (2301) დაუზავდა და საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსს ჯერაც ინარჩუნებს.
ამ დროისთვის, 8.5 ქულით რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2418) ლიდერობს, რომელსაც 0.5 ქულით რუმინელი ირინა ბულმაგა (2387) და ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2277) ჩამორჩებიან.
მე-12 ტურში არაბიძე შავებით სწორედ პირველ პოზიციაზე მყოფ გორიაჩკინას ეთამაშება და მედლებისთვის ბრძოლის საქმეში ეს, მერისთვის გადამწყვეტი პარტია იქნება. შავებითვე ისპარეზებენ ბულმაგა და აბდუმალიკი, შესაბამისად, კოლუმბიელ რუედა როდრიგესთან (2225) და პერუელ დეისი კორისთან (2433).
გასულ ტურში ასევე ყაიმი დააფიქსირა ტურნიის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ანა კუჭავამ (2092). იგი შავი ფიგურებით რუს ვლადა სვირიდოვას (2063) დაუზავდა და 5.5 ქულით 37-ე პოზიციაზე დამკვიდრდა. მომდევნო ტურში კუჭავა თეთრებით ბულგარელ ანი კრუმოვას (1993) დაუპირისპირდება.
ვაჟთა ტურნირის ერთადერთი ქართველი მონაწილე ზურაბ ჯავახაძე (2457) შავი ფიგურებით ჩინელ იიე ვანგთან (2258) დამარცხდა და 6.0 ქულით 39-ე ადგილამდე დაქვეითდა. ჯავახაძეს შემდეგი პარტია თეთრებით რუმინელ რობინ-ალექსანდრუ დრაგომირესკუსთან (2349)
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე სულ 13 ტური უნდა გაიმართოს, შეჯიბრი კი 26 სექტემბერს დასრულდება.