მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლოსწინა მე-12 ტურში ქართველმა მერი არაბიძემ (2379) შავი ფიგურებით რუს ალეკსანდრა გორიაჩკინასთან (2418) წააგო და საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი დაკარგა.
ქართველ მოჭადრაკეს 7.5 ქულა შერჩა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერი კი სწორედ გორიაჩკინაა 9.5 ქულით. მას კვალში ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2277) და კოლუმბიელი რუედა პაულა ანდრეა როდრიგესი (2225) უდგანან, შესაბამისად, 9.0 და 8.5 ქულით.
დასკვნით ტურში არაბიძე თეთრებით ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰს (2303) ეთამაშება. რაც შეეხება გოგონათა ტურნირის კიდევ ერთ ქართველ მონაწილე ანა კუჭავას, მან ბულგარელ ანი კრუმოვას (1993) მოუგო და 6.5 ქულით 32-ე პოზიციას უწია. კუჭავას ბოლო პარტია ისევ თეთრებით აზერბაიჯანელ საბინა იბრაჰიმოვასთან (2202)
ვაჟთა შეჯიბრის ერთადერთმა ქართველმა მონაწილე ზურაბ ჯავახაძემ (2457) რუმინელი რობინ-ალექსანდრუ დრაგორიმესკუს (2349) მოუგო და 7.0 ქულით 31-ე საფეხურს უწია. უკანასკნელ ტურში ქართველი მოჭადრაკე შავებით ლიტველ ტომას ლაურუსასს (2398) დაუპირისპირდება.