სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

23:26 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ მოსკოვში იმარჯვა

 

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრის მერი არაბიძის (2374) ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა მოსკოვში გამართული სტუდენტ-დიდოსტატთა “დახურული” წრიული ტურნირი.

სტუდენტ-დიდოსტატთა ტურნირი საერთაშორისო ფესტივალ Moscow Open-2014-ის ფარგლებში გაიმართა და მასში 6 ქვეყნის 10 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

არაბიძემ 9-დან 6.5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ნაფისა მუმინოვას (უზბეკეთი, 2301), ხოლო III-IV ადგილები 5.5 ქულით უკრაინელმა ლიზა სოლოვიოვამ (2308) და ჩინელმა ჯუე ვანგმა (2386) გაიყვეს.

ისიც აღსანიშნავია რომ, არაბიძემ ევროპელ ახალგაზრდა მოჭადრაკეებთან ასპარეზობაში 14 სარეიტინგო ქულაც შეიმატა.

Moscow Open-2014-ის ეგიდით ქალთა ასპარეზობაც გაიმართა, სადაც კიდევ ერთი ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი (2428) მონაწილეობდა.

შეჯიბრში 9-დან 7.5 ქულით რუსეთის ქალთა ნაკრების წევრმა ოლგა გირიამ (2438) იმარჯვა.

სამწუხაროდ, ქართველ მოჭადრაკეს დამატებითი მაჩვენებლებით არ გაუმართლა და მიუხედავად ქულათა რაოდენობით მეორე ადგილის გაყოფისა, საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-VIII ადგილები გაინაწილეს: 2. დარია ჩაროჩკინამ (რუსეთი, 2359), 3. ბაირა კოვანოვამ (რუსეთი, 2400), 4. ალინა კაშლინსკაიამ (რუსეთი, 2433), 5. ანასტასია ბოდნარუკმა (რუსეთი, 2452), 6. ეკატერინა ატალიკმა (თურქეთი, 2439), 7. ეკატერინა სმირნოვამ (რუსეთი, 2095) და 8. ნინო ბაციაშვილმა (საქართველო, 2428).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112615