ფეხბურთი

11:21 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

არ გაგვიმართლა – “ფენერბახჩეს” აპოელ-ი შეცვლის

ქართულმა კლუბებმა – თბილისის “დინამომ” და გორის “დილამ” ევროპის ლიგის 2013-2014 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე თამაშის შანსი საბოლოოდ დაკარგეს. უეფას შტაბ-ბინაში ის კლუბი გამოირკვა, რომელიც ევროტურნირებიდან მოკვეთილ სტამბულის “ფენერბახჩეს” შეცვლის. ყველაზე იღბლიანი კვიპროსული აპოელ-ი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, მოხდა კიდევ ერთი თურქული კლუბის ჩანაცვლებაც – უეფამ “ბეშიქთაშის” აპელაცია არ დააკმაყოფილა და მის ნაცვლად, გათამაშებაში ნორვეგიული “ტრომსო” ჩართო. მოგეხსენებათ, ნორვეგიელები ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ სავალი გზიდან სწორედ “ბეშიქთაშმა” ჩამოიშორა.

0.128406