თამაშგარე

14:58 | 12.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

არ არის სექსი – არ არის ტრავმა

იტალიური “ნაპოლის” სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელების ტრავმებისგან დასაცავად, ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა. გუნდის მთავარმა ექიმმა ალონსო დე ნიკოლამ კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად მკაცრი ვერდიქტი გამოსცა – არანაირი სექსი თამაშამდე ორი დღით ადრე.
“მატჩებამდე სექსისგან თავის შეკავება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა და სპორტსმენებს კუნთების დეფორმაციისგან იცავს, - განაცხადა სპეციალისტმა, – ეს წესი ჩვენს თითოეულ მოთამაშეს ეხება. ამასთან, ფეხბურთელებსა და ფიზმომზადების მწვრთნელს სპეციალური პროგრამა აქვთ, რომელიც უფრო პროფილაქტიკური ხასიათისაა”.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ  ამგვარი მეთოდიკა ამართლებს. მაშინ, როცა “მილანი” ტრავმებმა მოიცვა, “ნაპოლის” ფეხბურთელები ნებისმიერ დატვირთვას უძლებენ.
 

0.206067