თამაშგარე

10:37 | 9.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარიას ცოლი შეყვარებულობის პერიოდს მისტირის

მადრიდის ”რეალის” არგენტინელი ფეხბურთელის, ანხელ დი მარიას ახლადშერთული ცოლი,  ნოვია დი მარია დარდით იხსენებს იმ დროს, როდესაც ის და ანხელი შეყვარებულები იყვნენ და ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და ლამაზი ეჩვენებოდათ, ვიდრე ის სინამდვილეშია.

ნოვია დი მარია ამბობს, რომ შეყვარებულობის პერიოდი ყოველთვის განსაკუთრებულია წყვილის ცხოვრებაში და ახალგაზრდა წყვილებს ურჩევს, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი იყვნენ შეყვარებულები და სულაც არ არის ქორწინება საჩქარო და აუცილებელი რამ, როგორც ეს ზოგიერთ გოგონას ჰქონია.

”ანხელს მე არაფერში არ ვადანაშაულებ. ურთიერთობების გაუბრალოება როგორც წესი ქორწინების შემდგომი პერიოდის თანმდევი მოვლენაა და ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია ამის შეცვლა. მე და ანხელს ერთმანეთი ისევ გვიყვარს, მაგრამ არაფერი შეედრება შეყვარებულობის პერიოდს. ახლა სულ ის დრო მახსენდება და გული მწყდება, ქორწინება ასე რომ დავაჩქარე” – ამბობს ნოვია დი მარია.
 

0.201324