მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფეხბურთელის, ანხელ დი მარიას განცხადებით, იგი მზად არის, კარლო ანჩელოტის გუნდში ადგილისთვის იბრძოლოს.
ბოლოდროინდელი ინფორმაციით, დი მარიას შეძენა ლონდონის "არსენალს" და "გალათასარაის" სურთ. მას შემდეგ, რაც "რეალმა" ბეილი შეიძინა, არგენტინელის გუნდიდან წასვლას ვარაუდობდნენ, თუმცა დი მარია კლუბში ყოფნით კმაყოფილია და წასვლას არ აპირებს.
"მესმის, რომ კლუბი ძლიერდება და ყველაფერს სწორად აკეთებენ. კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს და ჩემი სურვილი ბერნაბეუზე დარჩენაა", _ განაცხადა დი მარიამ
შეგახსენებთ, რომ "რეალმა", არგენტინელი ფეხბურთელი 2010 წელს, "ბენფიკასგან" 25 მილიონ ევროდ შეიძინა.
გიორგი ბალახაძე