თამაშგარე

11:24 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტეს სუსტი წერტილი

კი იძახიან, ანტონიო კონტე წყნარი და მეოჯახე კაცია, რომელსაც ავი ზნე და ახირებები არ ახასიათებსო, მაგრამ თუ დაუკვირდებით, არც მთლად ასე მარტივად ყოფილა საქმე. ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის ცოლი ელისავეტა მუსკარელო, ერთ მეტად სახალისო ამბავს იხსენებს, საიდანაც კონტეს ბუნება ნათლად ჩანს.

“შარშან მეგობრები მესტუმრნენ. ანტონიო სახლში ძალიან იშვიათადაა და როდესაც შინაა, ძილი და დასვენება ყველაფერს ურჩევნია. ამიტომ, ძალიან გამიკვირდა, როდესაც ჩემს მეგობრებთან და მათ ქმრებთან დაჯდა და საუბარი გააბა. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის საქმრო “მილანის” ტიფოზი ყოფილა და მან ხუმრობით ანტონიოს უთხრა, რომ “იუვენტუსი” ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ანტონიო ამან ძალიან გააბრაზა და მივხვდი რომ თავს ძლივს იკავებდა რაიმე ცუდი რომ არ ეთქვა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ჩემს ქმარს, “იუვენტუსზე”, ცუდი ხუმრობაც კი აღიზიანებს”, – ამბობს ქალბატონი ელისავეტა, რომელიც ქმრის მიბაძვით თუ შიშით, “ზებრების” გულმხურვალე ქომაგია.

0.420793