ტურინის ”იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მეუღლე, ანდრემო ლონტანო აღშფოთებულია იტალიელი სამართალდამცველების ქცევით. როგორც იცით, აპენინელმა კარაბინერებმა ამა წლის მაისში, ათეულობით ფეხბურთელისა და მწვრთნელის სახლი გაჩხრიკეს.
ანდრემო ლონტანო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და განაწყენებულია იმაზეც, რომ მათი სახლის გაჩხრეკის ბრძანების გამცემი ადამიანებიდან არავინ დაისაჯა. ანტონიო კონტეს ბინაში შესული პოლიციელები ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებულ სამხილებს ეძებდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაკვლიეს.
ანტონიო კონტეს მეუღლე მართალია წარმოშობითაც და მამა-პაპითაც იტალიელია, მაგრამ წლების მანძილზე ბრაზილიაში იზრდებოდა. ამჟამად ანდრემო ლონტანო ერთ-ერთ იტალიურ უმაღლეს სასწავლებელში პორტუგალიურ ენას ასწავლის და დიასახლისობითაა დაკავებული.