ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, “პარმასთან” 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ უზომოდ კმაყოფილი იყო.
“ეს იყო დიდებული გამარჯვება გუნდთან, რომელსაც ზედიზედ 17 თამაშია არ წაუგია და ამჯერადაც დაგვანახა თავისი ძალა. მსგავსი სერიების განხორციელება მხოლოდ უძლიერეს გუნდებს შეუძლიათ. სიტყვები არ მყოფნის იმ აღფრთოვანების გამოსახატად, რომელიც გუნდის მიერ როტაციის გარეშე ყოველ მესამე დღეს თამაშის შედეგად მეუფლება. ვიცი, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენება ჭირდება, მაგრამ ახლა ჩვენ მსგავსი ფუფუნება არ გვაქვს. ჩემპიონატი ჩვენთვის იღბლიანად ვითარდება, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რეკორდები არაფერს ნიშნავს, თუ მათ რაიმე ხელშესახებამდე არ მიგიყვანეს. გუნდი იმსახურებს ტიტულის მოგებას, რადგან ხანდახან მისი თამაშით მეც კი გაოცებული ვარ” - განუცხადა კონტემ Sky Sport Italia-ს.