ფეხბურთი

22:58 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “გაოგნებული ვარ”

ანტონიო კონტე სერია A-ს ბოლო ტურში “ფიორენტინასთან” დამარცხების შემდეგ გაოგნებული იყო თამაშის მსვლელობით. ფლორენციაში ,,ბებერი ქალბატონის’’ მიერ პირველ ტაიმში გატანილ 2  გოლს, მასპინძლებმა მეორე ტაიმის მცირე მონაკვეთში ოთხი გოლით უპასუხეს. “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა “სკაი სპორტ იტალიასთან’’ საუბრისას შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“გაოგნებული ვარ მატჩის სცენარით. ვფიქრობ გამარჯვებული ფაქტობრივად გამოვლენილი იყო, ვაკონტროლებდით მინდვრის ყველა სივრცეს. დაწინაურების შემდეგ რამდენიმე ძალიან კარგი შანსი გავუშვით ხელიდან, ამას მოჰყვა მოვლენების უცნაური და წარმოუდგენელი განვითარება, მატჩის სადავეები ხელიდან გავუშვით.

“რა ახსნა შეიძლება მოვუძებნო კოშმარულ ათ წუთს? ეს ფეხბურთია. უკანა ხაზში დავუშვით შეცდომები და შედეგად მივიღეთ გოლები. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ძალიან დამწუხრებულნი ვართ, თუმცა მათ ამ მატჩმა ბევრი რამ გვასწავლა. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს, წინ ურთულესი შეხვედრა გველის მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე’’ _ განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, ტურინულ კლუბს რთული კალენდარი აქვს, “ფიორენტინასთან” გამართული თამაშის შემდეგ კონტეს გუნდი მადრიდის “რეალს” ესტუმრება. ეს შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.

დიმიტრი შარიქაძე

0.114631