თამაშგარე

20:14 | 30.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო კარგი მამა გადმოდგა

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ანტონიო კასანოს მეუღლე, ყოფილი წყალბურთელი, კაროლინა მარჩიალისი ამბობს, რომ ახლადდაბადებულმა პირველმა შვილმა, თავქარიანი ანტონიო ძალიან შეცვალა. ახლა მისი ქმარი სულ სხვა კაცია და ნაგიჟარი ანტონიო კასანო დღეს მოსიყვარულე მამად და მეოჯახე ქმრად იქცა.
იტალიელ თავდამსხმელსა და კაროლინას, ვაჟიშვილი კრისტოფერი მიმდინარე წლის გაზაფხულზე, 14 აპრილს შეეძინათ. მაშინ, ვაჟის დაბადებით ფრთაშესხმულმა ანტონიომ დიდი ზეიმი მოაწყო და მთელი ორი კვირა ვარჯიში არც კი გახსენებია. ამის შემდეგ კი, როგორც მისი ცოლი ამბობს, კასანო მთლიანად თავის ვაჟიშვილზეა გადაგებული და სულ იმის ცდაშია, პატარა კასანოსთან ერთად იყოს.
ანტონიო კასანო და კაროლინა მარჩიალისი 2010 წლის 19 ივნისს შეუღლდნენ და ეს ქორწინება იტალიაში მაშინ საკმაოდ დიდ მოულოდნელობად ჩაითვალა. ამის მიზეზი ის იყო, რომ სანამ ”სკუადრა აძურას” თავდამსხმელი ცოლად კაროლინას მოიყვანდა, მანამდე მთელი 3 წლის განმავლობაში, ცნობილ იტალიელ მოდელს, როზარია კანავოს ხვდებოდა. მაგრამ ერთხელაც, დაჰკრა ფეხი და სულ სხვა ქალთან ერთად მივიდა ეკლესიის საკურთხეველთან.
ისე, ანტონიო კასანოს ცხოვრებაში არაორდინალური და უცნაური ამბები, არცთუ იშვიათად მომხდარა...  

 

0.157162