თამაშგარე

13:00 | 26.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანტონია მიშურა – მის ოლიმპიადა

ამერიკულმა სპორტულმა ინტერნეტსაიტმა bleacherreport.com-მა “მის ოლიმპიადა 2012” დაასახელა. ეს ტიტული 24 წლის ხორვატ კალათბურთელ ანტონია მიშურას ერგო. ანტონია ადგილობრივ კლუბ “შიბენიკის” მოთამაშეა. მას 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დივიზიონში ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. წლეულს კი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდა.
ხორვატიის ნაკრებში მიშურა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ტექნიკურ მოთამაშედ მიიჩნევა. ამასთან, ხმელთაშუაზღვისპირეთის 2009 წლის თამაშებზე ყველაზე ლამაზ მოთამაშედ აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტებმა 10 ყველაზე სექსუალური ოლიმპიელი ქალის სია გამოაქვეყნეს, თუმცა ულამაზესი ანტონია მათ შორის ვერ მოხვდა.
 

0.215134